ქართული თეატრის დღე

დღეს ქართული თეატრის დღეა.

ღონისძიებები წელს თელავში დაიგეგმა.

საზეიმო საღამოს ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი უმასპინძლებს.

დაგეგმილია სხვადასხვა გამოცემის პრეზენტაცია.

დღესვე ვანო იანტბელიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.