14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

თეატრის დღე აღნიშნავს შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება. თარიღთან დაკავშირებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი გეგეჭკორის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც მსახიობის მიერ ქართულ თეატრსა და კინოში შესრულებულ როლებს ასახავს. ამასთან, დღესვე დაგეგმილია საზეიმო ღონისძიება, სადაც საქართველოს თეატრალური საზოგადოების სპეციალური ჯილდოები გაიცემა. თეატრის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოებენ.