აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. ჩიკაგოში მიმდინარე ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა. ის ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს. მონაწილეები ძირითადად სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.