საფრანგეთში მეცხოველეობის გამოფენაზე ქართული სტენდი გაიხსნა

12:25, 06.10.2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მეცხოველეობის დარგის გამოფენას დაესწრო. წარმოდგენილია ქართული სტენდიც. ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ გამოფენას დაახლოებით 105,000 ვიზიტორი ჰყავს მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. გამოფენის გახსნამდე, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი