ქართული სააღდგომო საგალობლები

გაგაცნობთ ქართული საგალობლების ისტორიას, რომელიც სათავეს ქრისტიანული სარწმუნოების საწყისი ეტაპიდან იღებს. საქართველოს ეროვნულ არქივებში რამდენიმე ათასი ხელით გადაწერილი ქართული საგალობელი ინახება, მათი დიდი ნაწილი კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეძღვნება. უნიკალური მასალის გაშიფვრა, აღდგენა და საზოგადოებისთვის გაცნობა ქალთა მგალობელთა ანსამბლმა „სათანაომ” ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დაიწყო. წელს ანსამბლს 35 წელი უსრულდება და მასშტაბური კონცერტისთვის ემზადება.

ანა ნოდიას რეპორტაჟი.