ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პარლამენტის ორგანიზებით იმართება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სასახლეში თემატური ფოტოგამოფენებია წარმოდგენილი.