„ქართული ოცნება“ რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე და პარტიის ლიდერები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. იმსჯელეს მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე. ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.