„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიულ კონფერენციებს დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში მართავს. მონაწილეები ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს ირჩევენ. თავმჯდომარეობის პოსტზე მუნიციპალიტეტის მერები არიან დასახელებული. კახეთის რეგიონის მასშტაბით პარტიული კონფერენციები დღეს დასრულდება.