„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები

„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გურიაში აგრძელებს. ლანჩხუთში ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს. დღესვე, კონფერენციები ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართება.