პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილს სავარაუდოდ ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.
პარტიის ახალი პირველი პირი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე 16 იანვარს უნდა აირჩიონ. დელეგატებმა ასევე უნდა აირჩიონ პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.