საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მმართველმა გუნდმა დღეს ხელვაჩაურში წარადგინა. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის მანდატისთვის ანზორ ბოლქვაძე და უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებენ. მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესაუბრნენ. გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხელვაჩაურში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ხელშეწყობის გეგმებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამოქმედებულ ახალ პროგრამებზე ისაუბრა. დღესვე მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში.