„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე უმრავლესობის სხვა წევრები ესწრებოდნენ, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.