პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ამჟამად ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს არ განიხილავს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველა პოლიტიკური აქტორი იყოს შედეგზე ორიენტირებული, რათა მოლაპარაკება წარმატებული გამოდგეს.