„ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის” დატოვების საკითხს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მმართველი გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროინტეგრაციას მიადგება ზიანი. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში მეგობარი აღარ დარჩა.