„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - ოპოზიციის გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის” დატოვების საკითხს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მმართველი გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროინტეგრაციას მიადგება ზიანი. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში მეგობარი აღარ დარჩა.