„ქართული ოცნების“ დეპუტატები საარჩევნო პროცესს ეხმიანებიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. ირაკლი სესიაშვილი და ბექა ოდიშარია მეხუთე საარჩევნო უბანზე მივიდნენ და საარჩევნო პროცესს გაეცნენ. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა. დეპუტატების მტკიცებით, ისინი უბანზე სიმშვიდეს უზრუნველყოფენ, რომ ყველა მოქალაქემ არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეძლოს.