შეხვედრა ვეტერანების სახელმწიფო სამსახურში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე იმსჯელეს და ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმასა და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე დევნილ ვეტერანებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სათვალეები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად, დევნილი ვეტერანების ოჯახის წევრ ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები პირადად გადასცეს.