ჩინეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები გრძელდება. დღეს მოლაპარაკებები ისევ პეკინშია დაგეგმილი, მომდევნო დღეების განმავლობაში კი დისკუსიები შანხაიში შედგება. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტისა და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელებს, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს. ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში 20 იანვრამდე გაგრძელდება.