ლევილის ისტორიულ მამულში ქართული კულტურის ფესტივალის მესამე კვირეული გაიხსნა, თუმცა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, 12 და 13 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები სრულად გაუქმდა.
საქართველოს კამერულმა გუნდმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი საგალობლებით მიაგო. ცხინვალის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი სპექტაკლი „მატარებელი“ წარადგინა. ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
ლევილის მამულში ფესტივალი 29 ივლისს გაიხსნა და 20 აგვისტოს დაიხურება.