სარეაბილიტაციო სამუშაოები ლევილის მამულში

ლევილის მამულში გუშაგის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი და სახელოვნებო რეზიდენციების კეთილმოწყობა დასრულდა. განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია, ახალი კრამიტით გადახურვა და სახურავის აღდგენა ისტორიული სახით, ამავე კომპლექსის ფასადის რეაბილიტაცია და სასერვეროს, საწყობის, ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამულის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შენობას და მოეწყო ექვსი სტუდიის ტიპის საცხოვრებელი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს და წელს დასრულდება მამულის ქვის გალავნის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა.