ქართული ფესტივალი ლევილში

ისტორიული მამული, სადაც წლების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის შეგეგად ემიგრირებული საქართველოს მთავრობა მოღვაწეობდა, წელს ერთი თვით ქართულ კულუტრისა და ხელოვნების ცენტრად იქცა.

29 ივლისიდან ყოველ შაბათ-კვირას ლევილში სპეციალურად მოწყობილმა სცენამ 15-მდე ქართულ ქორეოგრაფიულ თეატრალურ და ფოლკლორულ ანსამბლს უმასპინძლა. კულტურის სამინისტორს ინიციატივით ქართველ ემიგრანტებს და უცხოელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართულ კულუტრას უფრო ახლოს გაცნობოდნენ, მოესმინათ მონატრებული კოპოზიციები და თეატრალური წარმოდგენები ენახათ.

პარალელურად, ლევილის მამულის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინაროებს და ის 2026 წლისთვის დასრულდება.