ფესტივალი ლევილში

ლევილში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“ და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი რეჟისორ ივანე ხუციშვილის სპექტაკლით „ყველაფერი ნამდვილად იყო“. ფესტივალი „ერისიონის“ კონცერტით დაიხურა. ლევილის ქართული ფესტივალი წელს პირველად, 29 ივლისიდან ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობდა. 3 აგვისტოს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ფესტივალის პროგრამა შეიცვალა და რამდენიმე კონცერტი გაუქმდა. საფესტივალო პროგრამაში 300-მდე ხელოვანი მონაწილეობდა.