ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გრძელდება. პროგრამის მესამე დღე ახალ დოკუმენტურ ნამუშევრებს დაეთმო. ფორუმის სტუმრებს აჩვენეს რეჟისორ მარადია ცაავას ფილმი „წყალს არ აქვს საზღვრები“ და ქეთი მაჭავარიანის „მზიური“.
ჩვენებების შემდეგ გაიმართა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის პრეზენტაცია და დისკუსია ქართულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე. ბაკურიანის კინოფორუმს ესწრებიან კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები.