ქართული კინოს 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა 

ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მასშტაბური გამოფენა მიეძღვნა. კინოსტუდიის პავილიონში საცავში დაცული უნიკალური ექსპონატები: კოსტიუმები, იარაღი, გადასაღები ტექნიკა და სხვა მნიშვნელოვანი კინორეკვიზიტები გამოიფინა. ექსპოზიციისთვის კინოსტუდია რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული კინოს ისტორია ბაქოში, ვასილ ამაშუკელის მიერ 1908 წელს გადაღებული კადრებიდან იწყება. ქართული კინოს 110 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა კინოსტუდიის ეზოსა და პავილიონებში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.