ყველასთვის საყვარელი სიმღერები ცნობილი ქართული ფილმებიდან – ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ქართული კინომუსიკის კონცერტისთვის ემზადებიან. მრავალფეროვანი პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით იქნება წარმოდგენილი.
მსმენელი საყვარელ ქართულ ფილმებს ხვალ სწორედ ნაცნობი მელოდიებით გაიხსენებს. საკონცერტო პროგრამა თითქმის ყველა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მუსიკას აერთიანებს. ქართული კინომუსიკის კონცერტი ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში იმართება.