ქართული კინო ბელგიაში.
ხვალიდან ბრიუსელის სახვითი ხელოვნების ცენტრში, კინო-ფესტივალი ქართულ რეტროსპექტივას უმასპინძლებს. პრესტიჟული ფორუმი კოტე მიქაბერიძის ფილმით „ჩემი ბებია“ გაიხსნება. მიქაბერიძის ფილმს რეზო და გიორგი კიკნაძეების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის ფონზე უჩვენებენ.
ბრიუსელში მაყურებელი ხუთ ქართულ ფილმს ნახავს.