ქართული ხელოვნების ფესტივალი ლევილის მამულში

ლევილის ისტორიულ მამულში დღეს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი სრულდება.

ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს მოიცავდა, გაიმართა თეატრალური წარმოდგენებიც. კულტურულ ღონისძიებათა ციკლი თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო გაწერილი, თუმცა სამ აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ფესტივალის პროგრამა შეიცვალა, კერძოდ, 5-6 და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გუშინ დაიწყო და დღეს „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება.