იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრს უკვე მესამედ ქართული ხელნაწერები შეემატა. მეხსიერების რეესტრი – ეს არის გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პროგრამა, რომელიც 1992 წლიდან მსოფლიოს დოკუმენტურ მემკვიდრეობას იცავს და მის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მეცხრე-მეათე საუკუნით დათარიღებული სახარების უნიკალური ხელნაწერი, ისევე, როგორც რეესტრში წინა წლებში შეტანილი სხვა ქართული ძეგლები, უახლესი და ყველაზე შესაბამისი ტექნოლოგიით იქნება დაცული.
ქართული ისტორიული მემკვიდრეობა მსოფლიოს ელექტრონულ არქივში – ვნახოთ თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში.