ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წარდგენა-დეგუსტაციას შვეიცარიაში, დანიასა და ისლანდიაში უმასპინძლეს. ღონისძიებებს ექსპერტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები დაესწრნენ. ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა ასევე კოპენჰაგენში, დანიაში ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიასთან ერთობლივი ორგანიზებით.