ქართული ფოტოგრაფიის კვირეულს უმასპინძლა დელის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სახელოვნებო ცენტრმა. ექსპოზიციაზე XX საუკუნის ქართველი და ინდოელი ფოტოგრაფების, შალვა ალხანაიძისა და სურეშ პუნჯაბის 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას ნიუ-დელიში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გამოჩენილი ფოტოხელოვანები, სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ .
ექსპოზიცია 2014-2016 წლებში ინდოეთში საქართველოს ელჩის, ლევან ნიჟარაძის ხსოვნას მიეძღვნა.