ოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნება.
საუბარია უცხოენოვანი ფილმის სექციაზე. გადაწყვეტილება კინოსახლის განახლებულ დარბაზში, ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს ექვსი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო კი, კინოცენტრის მიერ მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ შეარჩია.
მოხვდება თუ არა ქართული ფილმი ოსკარის ნომინანტებს შორის, ეს დეკემბერში გაირკვევა.