ლევილის მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის მესამე კვირა დასრულდა. შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ფესტივალის პროგრამა შეიცვალა. 12 და 13 აგვისტოს, ისევე როგორც 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები გაუქმდა და საეკლესიო საგალობლები შესრულდა. მონაწილეობდა საქართველოს კამერული გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. ფოთის თეატრმა სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგინა. ქართული კულტურის ფესტივალი, რომელიც 29 ივლისიდან ყოველ შაბათ-კვირას იმართება, 20 აგვისტოს დასრულდება.