საგუნდო მუსიკის კონცერტი

ორი სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსთა პირველი კოლაბორაცია: ანსამბლი „შავნაბადა“ და გორის ქალთა კამერული გუნდი ერთობლივი კონცერტისთვის ემზადებიან. ცალ-ცალკე ნომრებთან ერთად შესრულდება ერთობლივი კომპოზიციებიც, რომლებსაც მუსიკალურ ცენტრში შეკრებილები პირველად მოისმენენ.

საკონცერტო პროგრამა ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის ნიმუშებს აერთიანებს. მსმენელი ნაცნობი კომპოზიციების ახალ ვერსიებსაც მოისმენს. ერთობლივი კონცერტი ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში შედგება, რომელიც წელს ოცდამეათედ იმართება.