ქართული ენის დაცვის დღე ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და აქციის მონაწილეთა ჩანაწერები, ფოტომასალა და კონსტიტუციის ჩანაწერები წარმოადგინეს. დღესვე ექსპოზიციას უმასპინძლებს ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც დამთვალიერებლისთვის უნიკალური წიგნები იქნება გამოფენილი.