„ქართული არჩევანის“ აქცია ბათუმში

„ქართული არჩევანის“ დამფუძნებელი ბეჟან გუნავა აჭარის მთავრობის შენობასთან სოფელ სალიბაურის ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ ოჯახებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

შეკრებილები შენობის დაკანონებას ითხოვენ. ბეჟან გუნავა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვს, მან მთავრობის შენობაში შეჭრაც სცადა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.