„ქართული არჩევანის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა

პარტიამ „ქართული არჩევანი“ პარტიული სიის ათეული და იმერეთში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზესტაფონში წარადგინა.

სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავაა. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარობისთვის როინ გელაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში – თემურ გოგსაძე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში – იოსებ ჩიხლაძე, ქუთაისში კი მელანო შავგულიძე იბრძოლებენ. პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება.