აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 

პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა.

მან მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა მოითხოვა. ბეჟან გუნავას განცხადებით, ექვსი წლის ბიჭუნას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება და მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, მან დაფინანსება აქამდე ვერ მიიღო. პარტია „ქართული არჩევანი“ ჯანდაცვის სამინისტროსგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვს. ადგილი ჰქონდა მცირე ხმაურს. სამინისტროს მისაღებში ჯანდაცვის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, ექვსი წლის ბავშვის ოჯახის წევრს განუცხადეს, რომ მის საკითხს განიხილავენ.