პარტია „ქართული არჩევანის“ საარჩევნო კამპანია

პარტია „ქართული არჩევანის“ ლიდერი ფეისბუქ გვერდებზე კიბერთავდასხმის შესახებ საუბრობს. პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ სოციალური სივრციდან მისი თანაგუნდელების ფეისბუქ  გვერდები წაიშალა. ბეჟან გუნავა მიიჩნევს, რომ ეს არის უკანონო ქმედება, რაც „ქართული არჩევანისთვის“  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას ემსახურება.

პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აცნობეს და საქმეზე გამოძიება დაწყებულია.