ქარის შედეგად ლანჩხუთში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია გრძელდება
ძლიერი ქარის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია გრძელდება. სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს რეგიონში ამ დრომდე ითვლიან. 30 ნოემბერს ქარმა სახურავი 284 სახლს გადახადა. მათგან 17 ამ დროისთვის უკვე გადახურულია.
ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 55 საცხოვრებლის სრულად გადახურვა იგეგმება. ასევე, გამოყოფილია თანხა 229 სახლის რეაბილიტაციისთვის. შეკეთდა შუხუთისა და ლანჩხუთის საჯარო სკოლების შენობებიც, სრულად გადაიხურა სოფელ ნიგოითის ამბულატორიაც. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.