25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც გენდერული თანასწორობის მიმართ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე და სამართამდაცველების მხრიდან ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეთა ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციას მიუერთდა და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა, გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ პრობლემად რჩება.