ქალთა უფლებების გაძლიერება, მიღწევები და გამოწვევების ანალიზი – ამ მიმართულებებზე იმსჯელეს ქალთა გაძლიერების ფორუმის ფარგლებში.
ღონისიებაში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტრო მუდმივად მუშაობს სამართალდამცავ უწყებაში მეტი ქალის დასაქმების მიმართულებით.
სახალხო დამცველი კი აღნიშნავს, რომ სტატისტიკის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი აკადემიური მოსწრება მეტ ქალს აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, თანამდებობაზე უმეტესად მამაკაცები არიან წარმოდგენილნი.