ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

ძალოვან უწყებებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ პარტიაში „საქართველოსთვის“. ნათია მეზვრიშვილს თქმით, ათასობით საჯარო მოხელე „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას განიცდის და იძულებულია სამუშაო ადგილები და ქვეყანა დატოვოს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, დაინტერესდეს პრობლემებით და გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისთვის.