საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა რუანდაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აფრიკაშია.

1 200-ზე მეტი დელეგაცია 120-მდე ქვეყნიდან – რუანდას ქალაქი კიგალი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას მასპინძლობს. დღის წესრიგის მთავარი თემები გაუარესებული უსაფრთხოების გარემო, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებებია. სწორედ გენდერულ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი გამოსვლა. შალვა პაპუაშვილმა ქალთა უფლებების გასაზრდელად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ მიღწევად 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება დაასახელა. უკვე ხვალ პარლამენტის სპიკერი კოლეგებთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკაზე გამართავს.

„მოამბე“ რუანდიდან, – თეონა მანაგაძე აშუქებს ქართული დელეგაციის ვიზიტს.