ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, ფონდმა ღია კარის დღე გამართა. ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.