ქაბულში, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30 ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამართალდამცველთა პუნქტთან ახლოს აიფეთქა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის მთავრობამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელი გამოააშკარავა. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 13 მებრძოლი დააკავეს.