ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აფეთქება ქაბულის ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს დღეს გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რვა სამართალდამცველია. დაშავებულია ათამდე პირი. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აამოქმედა, როდესაც რესტორნიდან მოქალაქეები გამოდიოდნენ.