უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება და უკრაინაში „რუსული ზამთრის“ მოწყობაში ადანაშულებს. გენერალური პროკურორი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის აყვანის პირობას ამჯერად რადას დეპუტატების წინაშე დებს, თუმცა ფაქტია, რომ სპეცრაზმელებით სავსე მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოყვანილი სააკაშვილის დაკავება მეორე დღეა, ვერ ხერხდება. ბრალდებების ფონზე პოროშენკოს ყოფილი მრჩეველი საკუთარ თავს „პუტინის ნომერ პირველ მტრად“ ასახელებს, მაგრამ როგორც კიევში ამტკიცებენ, ფულს მოსკოვში გაქცეული ოლიგარქებისაგან იღებდა. სცენარი ყვეელასთავის ნაცნობია, თუმცა ამჯერად მიხეილ სააკაშვილი ბარიკადების მეორე მხარეს დგას.
რატომ არ სჯერათ უკრაინაში ახალი მაიდნის – ვრცლად ჩვენს სიუჟეტში.