რუსთავის „აზოტი“ ბლოკირებულია.
საწარმოს შესასვლელთან ამ დრომდე რჩებიან გაფიცული თანამშრომლები. ისინი 50 %-ით ხელფასის მომატებას მოითხოვენ. დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაპირისპირების რამდენიმე ფაქტს. დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.