პროტესტი ქვემო სვანეთში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები „ხელედურა-3“ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
ადგილობრივებმა აქცია დღეს ლენტეხის ცენტრში გამართეს. მოქალაქეები მიმდინარე სამუშაოების შეჩერებასთან ერთად მოითხოვენ, რომ პროექტის მწარმოებელმა კომპანიამ ლენტეხის რაიონი დატოვოს.