„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის სოფელ გუმათში, იმ ადგილზე გადმოინაცვლეს, სადაც მთელი ღამე გაათენეს. ისინი შსს-ს მიერ გამოძიების დაწყებას ზეწოლად აფასებენ. მიიჩნევენ, რომ კანონს არ არღვევენ და პროტესტს არ შეწყვეტენ. შეგახსენებთ, რომ  შსს-მ გამოძიება დაიწყო სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, უწყების ცნობით, დაზიანებულია პოლიციის მიერ „გუმათჰესთან“ უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები. თეა აბსარიძე მუშაობს ადგილზე.

მოამბე